суббота, 8 февраля 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.კმაყოფილი ვარ ამ პროექტის.ბევრი რამ შევისწავლეთ.თითოეული სიახლე შეგვიძლია გამოვიყენოთ კლასში.გავიცანით და დავიმეგობრეთ ბევრი პედაგოგი.საუკეთესო იყო სამუშაო ატმოსფერო.გამოვყოფ ტრენერის დიანა მიქაძის მზრუნველობას,შრომიოსმოყვარეობას და გაწონასწორებულ ხასიათს.მადლობა პროექტის წარმატებული დასრულებისათვის.


ტრენინგის მერვე დღე

დასასრულს უახლოვდება ჩვენი სატრენინგო დღეები, საქმეში ჩაფლულები ვერც კი ვიგებთ , ისე გარბის დრო. დღეს გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისთვის.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები, ვისაუბრეთ წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებაზე, რეფლექსიაზე. დღემ ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა.  
ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე
პედაგოგები გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, უკუკავშირის გამოყენებას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად და მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში. ვიმსჯელეთ შეფასების ფორმების შედგენაზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვაზე. ვისაუბრეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებასა და მათში თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე, მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით მასალების მომზადებაზე. მიმოვიხილეთ გარდნერის ,, მრავალმხრივი ინტელექტის თეორია'' და მისი პრაქტიკაში გამოყენება.




ტრენინგის მეექვსე დღე

ეს დღე იყო შედარებით ხალისიანი,რადგან განვიხილეთ პრეზენტაციები.მივიღეთ რჩევები კოლეგებისგან.გავიარეთ მეოთხე მოდული და  დავათვალიერეთ მოსწავლის ნიმუშები.წინ გველის კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული დღეები.
ტრენინგის მეხუთე დღე


  1. გავიარეთ მესამე მოდული.
  2. გავიუმჯობესეთ პრეზენტაციის პროგრამაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
  3. ვიმუშავეთ ჩვენს პრეზენტაციაზე.
  4. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიო.
  5. გავეცანით საავტორო უფლებებს.
  6. ვისაუბრეთ დაწყვილებებზე და უკუკავშირზე.
  7. ვისაუბრეთ ინტერნეტის გამოყენებაზე.
  8. განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურული ნიმუშები.
  9. ონლაინ,საკომუნიკაციო და კოლაბორაციული ინსტრუმენტები.






ტრენინგის მეოთხე დღე



  1. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები.
  2. სევქმენიტ დროსი გაწერილი სეფასების მონახაზი.
  3. მოვიფიქრეტ წინარე ცოდნისა დასაჭიროების გამოვლენისათვის სტრატეგიები და განვიხილეთ.
  4. დავიწყეთ საკუტარი პროექტისათვის სეფასების ფორმის სექმნა.
  5. განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები.
  6. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციის მონახაზი.
ტრენინგის მესამე დღე.

  1. ვიმუშავეთ გუგლ-დრაივში.
  2. გაუზიარეთ დოკუმენტები და ვიმუშავეტ ერთობლივად
  3. გავიხსენეთ ვორდში მუსშაობა.
  4. დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.
  5. ვისწავლეთ ბლოგზე სურათის ატვირთვა და ფონის შეცვლა.  

ტრენინგის პირველი და მეორე დღე.
ძვირფასო დიანა ძალიან მომწონს თქვენი ტრენინგი და იმედი მაქვს შევისწავლი ბევრ სიახლეს.




  
  1.გავეცანი ელექტრონულ სიახლეებს.
  2. გავეცანი 21 საუკუნის უნარებს.
  3.მოხდა კურსის გაცნობა.
  4.შევქმენის საქაღალდეები.
  5.მზა-გეგმების დათვალიერება.
  6.სასწავლო გეგმის ნიმუშის გაცნობა.
  7.სასწავლო პროექტის გეგმის გაცნობა.
  8. გამოცემის ნიმუსის დათვალიერება.
  9.შევქმენი ბლოგი.